თამარ გაბუნია - 2-3 კვირა დასჭირდება იმას, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით რუხის კლინიკა ბაზისური სერვისების მიწოდებისთვის მზად იყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დაახლოებით 2-3 კვირა დასჭირდება იმას, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით რუხის კლინიკა ბაზისური სერვისების მიწოდებისთვის მზად იყოს.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, კლინიკის სამედიცინო პერსონალის მობილიზებაზეც მუშაობა მიმდინარეობს.

„რუხის კლინიკის მობილიზება მიმდინარეობს. ვფიქრობ, 2-3 კვირა დასჭირდება იმას, რომ კორონავირუსის მიზნებისთვის რუხის კლინიკა ბაზისური სერვისების მიწოდებისთვის მზად იყოს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იგულისხმება იზოლირებული ოთახები, სადაც სიცხიან პაციენტებს შეუძლიათ დარჩნენ და მიიღონ კვალიფიციური ინფექციონისტის, ასევე სხვა პროფილის სპეციალისტების მომსახურეობა. ბაზისური ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის შეიქმნება შესაძლებლობა. ასევე, უკვე მობილიზებულია სუნთქვის აპარატები და მიმდინარეობს სისტემის გამართვა იმისთვის, რომ ეს სისტემა შემოწმდეს და სუნთქვის აპარატების გამოყენებისთვისაც მზად ვიყოთ“, - აცხადებს გაბუნია.

ამასთან, მისი განმარტებით, მალე კონკრეტული თარიღი დასახელდება, თუ როდის მიიღებს რუხის კლინიკა პირველ პაციენტს.

„პერსონალის მობილიზებაზეც მუშაობა მიმდინარეობს, პირველ რიგში, ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებებიდან, რომელიც ზუგდიდისა და სამეგრელოს რეგიონში ოპერირებს, თუმცა მათ დღეს დიდი ინფრასტრუქტურა არ აქვთ და გაუჭირდებათ პაციენტების ნაკადების გაძლება, თუმცა ის პერსონალი არის და ამ პერსონალის გამოყენება რუხის კლინიკისთვის მოხდება. ვფიქრობ, მალე უფრო კონკრეტული თარიღის დასახელებას შევძლებთ, როდის მიიღებს რუხის კლინიკა პირველ პაციენტს“, - აცხადებს გაბუნია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა