პაატა იმნაძე - პროტოკოლი იწერება იმისთვის, რომ სოფელ ბანოჯაში მყოფმა ექიმმა და სოფელ ზემო მაჩხაანში მყოფმა ექიმმა ერთნაირად შეხედოს ერთნაირ საქმეს - სისტემა თუ არ არის, ისე არაფერი გამოვა

როცა 1 000 ექიმიდან 990 დაიცავს პროტოკოლს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაზღვეულები ვართ. როცა ყველა თავის ჭკუაზე აკეთებს რაღაცას, ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა არ მუშაობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამით იმნაძემ უპასუხა შეკითხვას, მარნეულში დაფიქსირებული შემთხვევის შემდეგ რატომ არ შეიცვალა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი.

„არსებობს ასეთი მცნება: ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინა. მერე ამის საფუძველზე იწერება ხოლმე პროტოკოლები, გაიდლაინები... პროტოკოლი იწერება იმისთვის, რომ სოფელ ბანოჯაში მყოფმა ექიმმა და სოფელ ზემო მაჩხაანში მყოფმა ექიმმა ერთნაირად შეხედოს ერთნაირ საქმეს. სისტემა თუ არ არის, ისე არაფერი გამოვა. როცა 1 000 ექიმიდან 990 დაიცავს პროტოკოლს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაზღვეულები ვართ, ნუ 90%-ით მაინც უნდა ვიყოთ დაზღვეულები. როცა ყველა თავის ჭკუაზე აკეთებს რაღაცას, ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა არ მუშაობს. ეს არის ანაბანა იმისთვის, ვინც ერკვევა, რას ნიშნავს პროტოკოლები, ეპიდემიოლოგია და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება იყოს 100% იანი. მედიცინასთან გვაქვს საქმე, ეს ხომ არ არის მათემატიკა. ჩემი კოლეგები კონსულტაციას რომ უწევენ ხოლმე, ეს ხომ იმათმა ჩემზე კარგად იციან. ყველა კარგად ნასწავლია და აუხსნან,“ - განაცხადა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო