პაატა იმნაძე საკუთარ კოლეგებს ურჩევს, სადაც შესაძლებელია ორკვირიანი მორიგეობის პრაქტიკა დანერგონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს ჰოსპიტლებში ადგილები, საბედნიეროდ, არის.

გარდა ამისა, ის საკუთარ კოლეგებს ურჩევს, სადაც შესაძლებელია ორკვირიანი მორიგეობის პრაქტიკა დანერგონ.

„ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ჩვენი რჩევა იყო, რომ იქ სადაც შესაძლებელია პერსონალი უნდა გაიყოს ორად, რომლებიც ორკვირიანი ინტერვალებით იმორიგევებენ. ანუ ერთი ნაწილი პერსონალის მუშაობს, მეორე ნაწილი ორი კვირა ისვენებს და მერე ესენი ჩაანაცვლებენ ერთმანეთს. ეს იმის საშაულებას მოგვცემს, რომ ნებისმიერ დაწესებულებამ უწყვეტი ციკლით იმუშაოს, ეს ეხება საავადმყოფოებსაც მათ შორის. ჩვენთან ლაბორატორიაში, ეპიდსამსახურში შეუძლებელია იმიტომ, რომ ძალიან გადატვირთულია სამუშაოთი, მაგრამ ლუგარის ლაბორატორიაში ამის შესაძლებლობა არის და იქ ორი კვირა მუშაობს ერთი ბრიგადა, დანარჩენები სახლიდან მუშაობენ ამ პერიოდში და შემდეგ ეს ბრიგადები იცვლება. რა თქმა უნდა, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის უნდა იყვნენ სამსახურში. ეს არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა და მე ამას ვურჩევ ყველა ჩემს კოლეგას, რომ გაითვალისწინონ ეს, როცა დაგეგმავენ თავიანთ მუშაობას საავადმყოფოებში.

რაც შეეხება ადგილებს საავადმყოფოებში, ადგილები საქართველოს ჰოსპიტლებში, საბედნიეროდ, გვაქვს“,-განაცხადა პაატა იმნაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს