პაატა იმნაძე - გამოჯანმრთლებული ადამიანის სისხლით ან პლაზმით მკურნალობის პრაქტიკა საქართველოში ცნობილია და ამ მეთოდზე  ვფიქრობთ

დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა ინაძის განცხადებით, გამოჯანმრთლებული ადამიანის სისხლით ან პლაზმით მკურნალობის პრაქტიკა საქართველოში ცნობილია და ამ მეთოდზე ფიქრობენ. ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„ეს არის საკმაოდ მიღებული მეთოდი. ეს მეთოდი საქართველოში გამოყენებული გვაქვს. ჯერ კიდევ, ძველადაც იყენებდნენ, მაგრამ ბოლოს, მძიმე დაავადებების დროს, როცა საქართველოში ყირიმკონგოს ცხელების პირველი შემთხვევა იყო, ინფექციურმა საავადმყოფომ ეს მეთოდი გამოიყენა. მაშინ ჩვენი ყაზახი კოლეგებისგან მივიღეთ, იმიტომ, რომ იმ დროს ჩვენთან ასეთი ავადმყოფი არ იყო. ამას სჭირდება რა? - ძალიან ბევრი გამოჯანრთლებული ადამიანის სისხლი უნდა გვქონდეს იმისათვის, რომ შემდეგ ეს ახალ, მძიმე პაციენტებზე გამოვიყენოთ. ეს მეთოდი ცნობილია და რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგები, ინფექციონისტები ამაზე ფიქრობენ“, - განაცხადა იმნაძემ ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

იხილეთ ვიდეო

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა