დავით ბაქრაძის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან კომუნალური ვაუჩერების გაცემა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საკმარისი არ არის

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან კომუნალური ვაუჩერების გაცემა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

როგორც ბაქრაძემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის.

„კომუნალური ვაუჩერის გაცემა არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და კარგია, რომ დაგვიანებით, მაგრამ ხელისუფლებამ დაიწყო კონკრეტულ ინიციატივებზე საუბარი. ეს ინიციატივა იყო ასევე „ევროპული საქართველოს“ ანტიკრიზისული გეგმის შემადგენელიც, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს არის არასაკმარისი. ამიტომ, ხელისუფლებას ვთავაზობთ, იფიქროს დამატებით ნაბიჯებზე. პირველი - სახელფასო კომპენსაციის გაცემა იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკარგა სამსახური ან არ დაკარგა სამსახური, მაგრამ უხელფასო და უვადო შვებულებაშიაა; მეორე- ერთჯერადი დახმარების გაცემა სოციალურად ყველაზე გაჭირვებული ფენებისთვის; მესამე -საპენსიო შენატანების გაჩერება წლის ბოლომდე და უკვე არსებული თანხის გატანის შესაძლებლობის მიცემა მოქალაქეებისთვის და ბოლოს, გადასახადების შემცირება და მათ შორის, წელს, საშემოსავლო და ქონების გადასახადების განულება, რის გარეშეც ბევრი ბიზნესი უბრალოდ დაიხურება. ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას ამ ნაბიჯებს და იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება გაიზიარებს ამ ნაბიჯებს და გამოვა ასეთი კომპლექსური გეგმით, ამ გეგმას ექნება ჩვენი მხარდაჭერა და ასეთი კომპლექსური გეგმით ჩვენი ეკონომიკა და მოქალაქეები შედარებით უმტკივნეულოდ გაივლიან ამ ძალიან მძიმე და კრიზიულ პერიოდს“, - აცხადებს ბაქრაძე.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებდა გადასახადები.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა
26 ოქტომბერს ავსტრია ეროვნულ დღესასწაულს განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნავს
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)