ბრიტანეთში კორონავირუსით 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ბრიტანეთში 13 წლის მოზარდი, ისმაილ მუჰამედ აბდულვაჰაბი კორონავირუსით დაიღუპა. ის ქვეყანაში ვირუსის ყველაზე პატარა მსხვერპლია.

„ისმაილი მხოლოდ 13 წლის იყო და მას არანაირი თანმდევი დაავადება არ ჰქონია. სამწუხაროდ ის ისე დაიღუპა, რომ მის გვერდით ოჯახის არცერთი წევრი არ ყოფილა“,- წერია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ, ლონდონში კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა. 19 წლის ლუკა დი ნიკოლა, ლონდონის საავადმყოფოში ასისტენტად მუშაობდა. მისი ოჯახის ინფორმაციით, არც დი ნიკოლას აღენიშნებოდა რაიმე თანმდევი დაავადება, რომელსაც შეიძლებოდა ვირუსის გართულება გამოეწვია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს