მაია ცქიტიშვილი - სახიფათოა ნებისმიერი პოპულისტური განცხადება, რითაც შეიძლება მოქალაქეებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაზე არასწორი მოლოდინები შევუქმნათ

ძალიან სახიფათოა ნებისმიერი სახის პოპულისტური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მოქალაქეებს შეიძლება შევუქმნათ არათანაზომიერი, არასწორი მოლოდინები, თუ რა სახის დახმარებას შეიძლება ჰპირდებოდეს სახელმწიფო, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის სუპერ ეკონომიკების რანგში.

"ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ ჩვეულებრივ დროსაც, გასულ წელსაც გვჭირდებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსება სხვადასხვა, თუნდაც დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისთვის და ჩვენ ამას ვერ ვახერხებდით საკუთარი ძალებით. მითუმეტეს, როცა ჩვენ საქმე გვაქვს გლობალურ კრიზისთან და პანდემიასთან, რომლის მასშტაბების ზუსტი შეფასება ჯერ კიდევ უჭირთ დიდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, დიდ ქვეყნებს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რეაგირება გავაკეთოთ იმ კონკრეტულ ამოცანებსა და საჭიროებებზე, რომელსაც ვხედავთ ამ კონკრეტულ ეტაპზე და როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ, ჩვენ უნდა შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებსა და ჩვენს ბიზნესს ძალიან მიზნობრივი და კონკრეტული პაკეტი, ძალიან კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად, რომელიც მათ წინაშე დგას და უნდა ვიყოთ ძალიან პასუხისმგებლიანები იმ ხარჯების ანაზღაურების მიმართულებით, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი ჩვენ გვისაზღვრავდა," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო