მაია ცქიტიშვილი - პრემიერისგან მოისმინეთ დაანონსებული ნაწილი  ღონისძიებების, რომელზეც ვმუშაობთ - ხელისუფლება აგრძელებს ზრუნვას მათზე, ვისაც პანდემიის გამო პრობლემა შეექმნა

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დღეს პრემიერის მხრიდან იმ ღონისძიებების ნაწილი გაჟღერდა, რომელზეც მთავრობის გუნდი მუშაობს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება აგრძელებს ზრუნვას იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც პანდემიის გამო პრობლემა შეექმნათ.

„ბატონმა პრემიერმა დღეს გააჟერა ის პაკეტი, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს მოქალაქეებს. პირველ რიგში, მინდა უკვე აღვნიშნო და შეგახსენოთ, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ მილიარდ 200 მილიონი ლარის ღირებულების ჯამური პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა, როგორც ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერას, ასევე ბიზნესზე ორიენტირებულ ზომებს. მოქალაქეების ნაწილში ეს იყო ბანკები, საბანკო სესხები, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში არსებული სესხების 3 თვით გადავადება. ასევე, გარკვეული პაკეტი იყო შეთავაზებული ტურისტული ბიზნესის მთელი კომპლექსისთვის. დაახლოებით 18 ათას კომპანიას შეეძლო ესარგებლა ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადავადებით 4 თვის განმავლობაში. ასევე, გახსოვთ, რომ ჩვენ მცირე ზომის, 50 ადგილამდე ნაკლები ზომის სასტუმროებისთვის შევთავაზეთ სესხის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში, პროცენტის თანადაფინანსება. ასევე, განბაჟების გადასახადის გადავადება ავტოიმპორტიორებისთვის, რომელსაც ასევე პრობლემა ჰქონდა და 38 ათასმა იმპორტიორმა უკვე ისარგებლა ამ შეღავათებით. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ზომა, რომელიც ასევე იყო შეთავაზებული, მილიარდ 200 მილიონი ლარის პაკეტის ფარგლებში, იყო დღგ-ს უფროს წრაფი სახით დამატებითი ღირებულების გადასახადის უფრო სწრაფი დაბრუნება. ამ მიმართულებით, ჩვენ 600 მილიონი ლარის დამატებით ბიზნესისთვის დაბრუნებას ვთავაზობდით იმისთვის, რომ ბიზნესისთვის მიგვეცა საშუალება, ჰქონოდათ მეტი თანხა, მეტი შემოსავალი, რათა მათ ყველა ამ ზომის შედეგად, რომელიც ბიზნესს შევთავაზეთ, ჰქონოდათ საშუალება, შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები და ბიზნესი“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება საკომპენსაციო ზომებსა და დამატებით პაკეტზე მუშაობას აგრძელებს.

„დღეს პრემიერის მხრიდან მოისმინეთ დაანონსებული ნაწილი იმ ღონისძიებებისა, რომელზეც ჩვენი გუნდი მუშაობს. ხელისუფლება აგრძელებს ზრუნვას იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც პანდემიის გამო პრობლემა შეექმნათ“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო