მაია ცქიტიშვილის განცხადებით, იმ კერძო სუბიექტებმა, რომლის მუშაობაც აუცილებელია, ამის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინოს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, იმ კერძო სუბიექტებმა, რომლის მუშაობაც დღეს დასაშვებ აუცილებელ საქმინობასთანაა დაკავშირებული, ამის დასტური უნდა წარადგინოს, რის საფუძველზეც ფუნქციონირებას განაგრძობს.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაძლოა, საჯარო დაწესებულებებსაც დროებით გარკვეულ სერვისზე უარის თქმა მოუწიოს.

„მინდა მივმართო ბიზნესს, გავითავისოთ ყველა ის საფრთხე, რომელიც შეიძლება ხილული არაა, მაგრამ ეპიდემიის გავრცელება მიმდინარეობს ყოველგვარი შესამჩნევი ქმედებების გარეშე და სწორედ ამიტომ გვჭირდება განსაკუთრებული ზომების მიღება, როგორიცაა სოციალური დისტანცირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ რეგიონული შტაბების დონეზე ვიღებთ ინფორმაციას ამა თუ იმ კერძო სუბიექტისგან, რომელმაც უნდა წარმოადგინოს დასტური იმისა, რომ მისი საქმიანობა დაკავშირებულია იმ აუცილებელ საქმინობასთან, რომელსაც ჩვენ დღეს ვაწარმოებთ. მაგალითად, თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნებადართულია სურსათის მიწოდება, ან ფარმაცევტული ქსელი, ბუნებრივია, რომ სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც აწვდის სურსათს მაღაზიებს, უნდა ფუნქციონირებდეს, ისევე როგორც უნდა ფუნქციონირებდეს პურის ცხობა ან სასურსათო პროდუქტის წარმოება. შესაძლოა, ეს კონკრეტულად არაა ჩაწერილი ამ ეტაპზე დადგენილებაში, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ დადგენილებაში ვერ ჩაიწერება ყველა დეტალი, მაგრამ დადგენილებაში არის დათქმა, რომ ჩვენ უნდა მივმართოთ რეგიონულ ოპერატიულ შტაბებს, თვითმმართველობებს, დარგობრივ სამინისტროებს, რომ მათი მეშვეობით მოხდეს კომუნიკაცია ყველა ბიზნესსუბიექტთან, თუ ვისთვისაა ნებადართული საქმიანობა, რა სახით და რა რეჟიმით და ვისთვის - არა. ყველა სერვისი ვერ იმუშავებს, განვსაზღვრავთ მხოლოდ აუცილებელ სერვისს, მათ შორის, ისეთ აუცილებელ სერვისს, რომელსაც იღებს საჯარო უწყება და შესაძლოა, დროებით საჯარო დაწესებულებებმაც უარი თქვან გარკვეულ სერვისზე, რომელიც ამ ეტაპისთვის არ იქნება მიჩნეული აუცილებლობად“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება მშენებლობებს, მინისტრის თქმით, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები მუშაობას განაგრძობს, ხოლო კერძო ორგანიზაციებმა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებთან მათი სამუშაოს შესაბამისობის თაობაზე დასტური უნდა წარადგინონ.

„მსხვილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც არის გარანტირებული და მკაცრად კონტროლდება ჯადაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ყველა წესის უპირობო დაცვა, გააგრძელებს მუშაობას. მაგრამ ასევე, მოხდება კერძო სექტორთან მიმართებით და ის ორგანიზაციები, რომლებიც მუნიციპალურ ოპერატიულ შტაბებში წარადგენენ დასტურს იმისა, რომ მათი სამუშაო პროცესი ორგანიზებულია ისეთი სახით, რომ ეს შეესაბამება სრულად ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებს, ასეთ ობიექტებს მიეცემათ მუშაობის გაგრძელების საშუალება, სხვა შემთხვევაში დროებით, 21 აპრილამდე ვთხოვთ, დროებით შეაჩერონ საქმიანობა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს