„საქართველო ბანკი“ ბიზნესს მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“ COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახლა ბიზნესებს ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა, რათა მათ საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ბევრ ბიზნესს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა, ან საქმიანობის დროებით შეჩერება. იმისათვის, რომ მათ შექმნილ ვითარებაში შეძლონ, რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგეთ და ასევე, მოემსახურონ საოპერაციო ხარჯებს, „საქართველოს ბანკი“ მათ სთავაზობს პლატფორმას https://argacherde.ge , სადაც ისინი შეძლებენ დარეგისტრირებას და მომხმარებელისთვის საკუთარი პროდუქტის, თუ მომსახურების სპეცილურ ფასად შეთავაზებას. შეთავაზების გამოყენებას მომხმარებელი მას შემდეგ შეძლებს, რაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაბრუნდება და ბიზნესები კვლავ წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას. ინიციატივის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გვერდში დავუდგეთ ბიზნესებს დღეს, რომ მათ ხვალ ოპერირება შეძლონ. მომხმარებელს პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს, მისთვის სასურველი პროდუქტისა, თუ მომსახურების შეძენით საკუთარი წვლილი შეიტანონ ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის საქმეში და ასევე, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებით“, - ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციაში.

ბანკის გენრალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ახლა ყველას აქვს შანსი, რომ საერთო საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს.

„საქართვლოს ბანკისათვის“ ბიზნესის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ახლა როცა ბიზნესებს ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა, გვინდა მათ მივცეთ შესაძლებლობა, რათა შეძლონ საქმიანობის გაგრძელება. COVID 19 ჩვენი საერთო მტერია, რომელიც გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე და იმისათვის, რომ ერთიანი ძალებით წინ აღვუდგეთ ვირუსს, საჭიროა საერთო ძალისხმევა. ახლა ყველას გვაქვს შანსი, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო საქმეში და დავეხმაროთ ბიზნესებს, რათა მომავალში ისევ ვესტუმროთ ჩვენს საყვარელ ადგილებს, ისევ მივიღოთ ჩვენთვის სასურველი მომსახურება. ერთად ყველაფერი შესაძლებელია, ერთად ბიზნესის გადარჩენა შეგვიძლია“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, ინიციატივა Instagram-ის დამფუძნებელს მაიკ კრიგერს ეკუთვნის. ის სან ფრანცისკოში შეიქმნა, თუმცა, პლატფორმა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის, თუ ბიზნესისთვის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა