ზურაბ ჭიაბერაშვილი - მთავრობამ სწრაფი ტესტების საჭიროება აღიარა

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებებს ეხმაურება.

ჭიაბერაშვილის შეფასებით, მთავრობამ სწრაფი ტესტების საჭიროება აღიარა. ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე მიესალმება „ცხელების კლინიკების“ შექმნას.

ამასთან, ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ტესტების რაოდენობა არ არის საკმარისი. მისივე თქმით, არასწორია პოზიცია, რომ ყველა საავადმყოფოს ექიმის და ექთნის დამცავი სრული ეკიპირება საჭირო არაა.

გარდა ამისა, ზურაბ ჭიაბერაშვილი აუცილებლად მიიჩნევს საწოლების რაოდენობის ზრდას, სასუნთქი აპარატების რაოდენობის ზრდას და მედპერსონალის ტრენინგს.

„ვუსმინე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ქალბატონი თამარ გაბუნიას ძალიან საყურადღებო ბრიფინგს. დადებითი ნაწილი: • მთავრობამ აღიარა სწრაფი ტესტების საჭიროება. სწრაფი ტესტების მარაგი გვქონია ასე: PCR-ტესტები (რასაც ლუგარი იყენებს), ანტისხეულებზე დაფუძნებული - 4000, ანტიგენზე დაფუძნებული - 2000 ანალიზატორით, რომელიც კლინიკებში ვერ გაკეთდება. ველოდებით დამატებით 2000-ს ანალიზატორის გარეშე, რომელიც განაწილდება კლინიკებში და იქვე გაკეთდება. • „ცხელების კლინიკების" შექმნა - ძალიან საჭიროა, ძალიან!

COVI-19-ის მკურნალობის პროტოკოლზე ნაწილობრივ უკან დახევა. (ჩემი აზრით, მეტადაც დაიხევენ, როგორც ეს სწრაფ ტესტებზე მოხდა, უბრალოდ, ერთბაშად ვერ აღიარებენ, რომმინიმუმ 23 მარტიდან მოყოლებული, როცა იყო მარნეულის შემთხვევა, პროტოკოლის შეცვლა დააგვიანეს).

პრობლემური ნაწილი: • ანტისხეულებზე დაფუძნებული 4000 და ანტიგენზე დაფუძნებული 2000 (თუნდაც დამატებითი 2000 მალე იყოს) სწრაფი ტესტი ცოტაა. მაგალითად, გამოთვალეთ, თუნდაც მხოლოდ "ცხელების კლინიკებში" რამდენი ექიმი და ექთანია და რამდენ ხანს ეყოფა 4000 სისხლის სწრაფი ტესტი ამ ხალხს, რომ ყოველდღე შემოწმდეს მათი მდგომარეობა. აღარაფერს ვამბობ, თუ სხვა რისკ-ჯგუფებიც უნდა ვტესტოთ რეგულარულად. გაუგებარია, რატომ იწყება "ცხელების კლინიკების" მოწყობა დღეს და რატომ გვესმის ფრაზები "აღჭურვილი იქნება", "ჩაუტარდება ტრენინგი", "ხვალ-ზეგ დასრულდება კლინიკების იდენტიფიცირება რაიონებში". • მარტივი კითხვა: აქამდე რა ხდებოდა? - მარნეულის შემდეგ გვქონდა მინიმუმ თერჯოლა. ჩვენ არ ვიცით, რამდენი "მარნეული" მოხდა ძველი პროტოკოლის გამო, ანუ რამდენი სიმპტომიანი პაციენტი გაბრუნდა საავადმყოფოდან უკან ტესტის გარეშე და რამდენი იყო რეალურად ინფიცირებული, რომელიც შეიძება დღეს აცავრცელებდეს ვირუსს. • არ დავეთანხმები ქალბატონ თამარს, რომ შეიძლება ყველა საავადმყოფოს არ სჭირდებოდეს ექიმის და ექთნის დამცავი სრული ეკიპირება ყველა პერსონალზე და რეგულარულად. როცა გვაქვს შიდა გავრცელება, ეს აუცილებელია!

პროგნოზი: ჩემი აზრით, თუ სოციალურ დისტანცირებას დავიცავთ და ეკონომიკურად გავუძლებთ, ციცაბოპიკი არ გვექნება, რაც ძალიან კარგი იქნება. ამის ალბათობა მაღალია. თუ ახალი "მარნეულები" და "თერჯოლები" არ გვაქვს, არაციცაბო პიკიც სულ უფრო იქით და იქით გადაიწევს და თან სულ უფრო მეტად იქნება ისეთი რიცხვის დაბლა, რომელიც არ გადატვირთავს ჩვენს ჰოსპიტალურ სექტორს და, განსაკუთრთრებით, რეანიმაციულ საწოლებს.

ყველაზე კარგი სცენარისთვის მზადებაც კი უნდა შეიცავდეს შემდეგ აუცIლებელ და/ან დამზღვევ ღონისძიებებს: საწოლფონდის ზრდას, სასუნთქი აპარატების ზრდას, მედპერსონალის 24/7-ზე ტრენინგს შემდეგ სფეროებში: რეანიმაცია ყველგან, "ცხელების კლინიკების" მედპერსონალი, ნემისმიერი კლინიკა, თუ როგორ მართოს საეჭვო სიმპტომების პაციენტი, თუ პაციენტმა არც112-ზე დარეკა, არც "ცხელების კლინიკას" მიაკითხა და პირდაპირ არა-COVID-19-ისთვის გამოყოფილ კლინიკაში მივიდა,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა