ქუთაისში გოგი წულაია დააკავეს

ქუთაისში, პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია დააკავეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოედანზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგი წულაიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით პოლიციელისათვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.

წულაიას ბრიფინგი სავალუტო პუნქტების დახურვის გამო ჰქონდა და აცხადებდა, რომ შეზღუდვით ადამიანები უმუშევრები რჩებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, წულაიას ქალაქში პატრულმა პირადობის მოწმობა მოსთხოვა და მიუთითა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პროტესტის უფლება არ ჰქონდა. მცირედი შელაპარაკების დროს უცენზური სიტყვების გამო, წულაია განყოფილებაში გადაიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა