ენერგოომბუდსმენი კომუნალური გადასახადების დაფარვასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება

ენერგოომბუდსმენი კომუნალური გადასახადების დაფარვასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება. როგორც ენერგოომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, წარმოდგენილი პაკეტი სრულად მოიცავს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, ასევე საშუალო რგოლის მომხმარებლებს, რაც მათ უფლებებზე დადებითად აისახება.

ამასთან, ენერგოომბუდსმენის სამსახური მზად არის, მომხმარებლებს აღნიშნულ საკითხზე სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის აბონენტებისთვის შეღავათები დაწესდა. სრულად დაიფარება ელექტროენერგიის დავალიანება იმ აბონენტებისთვის, რომლებმაც 200 კილოვატი და უფრო ნაკლები მოიხმარა თვის განმავლობაში და აგრეთვე 200 კუბური მეტრი და უფრო ნაკლები დანახარჯი ჰქონდა გაზზე.

სუბსიდირება შეეხო წყალმომარაგების და დასუფთავების მომსახურებასაც. არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, არაერთი მოქალაქე დარჩა სამსახურის და შემოსავლის გარეშე, შესაბამისად მომხმარებლები ვეღარ ახერხებდნენ პერიოდული ვალდებულებების შესრულებას და კომუნალური გადასახადების დაფარვას. ენერგოომბუდსმენის სამსახურში ყოველდღიურად ფიქსირდებოდა ზარები გადასახადების გადავადებისა და შეღავათების დაწესების თხოვნით.

მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების დაფარვასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი პაკეტი სრულად მოიცავს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს და აგრეთვე საშუალო რგოლის მომხმარებლებს, რაც დადებითად აისახება მათ უფლებებზე. ენერგოომბუდსმენის სამსახური მზად არის მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია მომხმარებლებს, როგორც სატელეფონო კონტაქტის, აგრეთვე, სოციალური ქსელის დახმარებით”, - ნათქვამია ენერგოომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს