ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, სისხლის პროდუქტების მარაგის პოტენციური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, სისხლის პროდუქტების მარაგის პოტენციური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დონაციების რაოდენობის შემცირება გახდა.

უწყების ცნობით, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჯანდაცვის გამოცდილება ცხადყოფს, რომ COVID-19 მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს სისხლის მარაგებზე ისეთი ფაქტორების გამო, როგორებიცაა: დონორების მიმართვიანობის შემცირება, COVID-19-ის შემთხვევები, კარანტინი, თვითიზოლაცია, სისხლის ბანკებში შემცირებული პერსონალი, მობილური აქციების შეზღუდვა და სხვა ბარიერები, რაც ნეგატიურად აისახება გადაუდებელი მდგომარეობების, არაელექტიური ოპერაციების და იმ ქრონიკული დაავადებების მართვაზე, რომლებიც მოითხოვენ რეგულარულ ტრანსფუზიულ თერაპიას.

„ქვეყანაში არსებობს გარკვეული მარაგი, თუმცა ამ პროცესთან ერთად დონორთა რაოდენობა შემცირდა და რეალურად, ის ყოველთვიური მარაგი, რომელიც შედიოდა სისხლის ბანკებში ნელ-ნელა იკლებს და შეიძლება დავდგეთ სისხლის მწვავე დეფიციტის წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგროვდეს ეს მარაგები, რასაც დღევანდელი აქცია ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, როგორიც არის რიგის, სოციალური დისტანციის დაცვა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ რესპირატორული პრობლემების შემთხვევაში არ მიმართოს დონორმა სისხლის ბანკს, ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც ზოგადად ეხება ახალი კორონავირუსის გავცელების შემაკავებელ ღონისძიებებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მარაგი შეიქმნას ქვეყანაში. არ დაიკლოს სისხლის მარაგმა და არ დავდგეთ დეფიციტის წინაშე“, - აღნიშნა ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ.

„ჯანდაცვის სამინისტრო სხვა საჯარო დაწესებულებებს მსგავსი აქციების ჩატარების თხოვნით მიმართავს. ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, გაიღოთ სისხლი და გადაარჩინოთ თანამოქალაქეების სიცოცხლე“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს