ნატო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი - კორონავირუსის გამო ევროპის დატოვებას არ ვგეგმავთ

არ ვგეგმავთ ევროპის დატოვებას კორონავირუსის გამო,- ამის შესახებ ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა კეი ბეილი ჰაჩისონმა, ონლაინ ვიდეო პრეს ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო რჩება ევროპისა და თავისი მოკავშირეების ერთგული, როგორიც საქართველო და უკრაინაა.

„ჩვენ ევროპის ერთგულები ვრჩებით. ეს ის დროა არ არის, როდესაც ჩვენი სამხედრო წარმომადგენლობა უნდა შევამციროთ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სამხედრო ნაწილები ადგილზე დარჩნენ და გვსურს, რომ მათი დაცვა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადგილზევე მოვახდინოთ. მოგზაურობა და ვირუსის გავრცელება არავის ინტერესში არ შედის. ჩვენ ვრჩებით ევროპის, პოლონეთის, ბალტიისპირეთის ერთგულები და ასევე ერთგულები ვართ ნატო-ს მოკავშირეებისა და ასევე პარტნიორების აბსოლუტური უსაფრთხოების, როგორიც არის საქართველო და უკრაინა, სადაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან ამ ქვეყნების სუვერენული მოთხოვნების შელახვის ფაქტებს. ამიტომ, ჩვენ იქ ვართ, ამის შეცვლას არ ვაპირებთ და ცალსახად არ ვგეგმავთ ევროპის დატოვებას კორონავირუსის გამო,“-განაცხადა კეი ბეილი ჰაჩისონმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა