„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ დაიწყო

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ დაიწყო.

კონკურსზე მიიღება მხოლოდ რომანი. ჟანრი და თემატიკა თავისუფალია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, 18 წლის ასაკიდან.

განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, საინტერესოდ მოყოლილი მოკლე ბიოგრაფია. იმის მითითებით, გამოუქვეყნებია თუ არა ნამუშევრები კონკურსამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს მითითება: წიგნი, პერიოდული გამოცემა, საიტი და სხვ.);- ინფორმაცია უნდა გამოიგზავნოს Word დოკუმენტით; კონკურსანტის ფოტო (JPG ფორმატი); საკონკურსო ნაწარმოების მოკლე აღწერა/სინოპსისი (Word დოკუმენტი); ნაწარმოების დასაწყისი: 20-30 გვერდი, Word დოკუმენტი, შრიფტი − Sylfaen, ზომა − 11. განაცხადების რეგისტრაციის პროცედურა: ნაწარმოების დასაწყისი (20-30 გვერდი) და სხვა მოთხოვნილი ფაილები უნდა გამოგზავნოთ, 1-ლი აპრილიდან 1 - ლი მაისის ჩათვლით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: konkursi@palitra.ge

ნაწარმოებების ატვირთვის შემდეგ, კონკურსანტი ელ.ფოსტაზე მიიღებს შეტყობინებას განაცხადის რეგისტრაციის შესახებ. გამომცემლობის სარედაქციო ჯგუფი გაეცნობა განაცხადებს და კონკურსზე დაუშვებს იმ ავტორებს, რომელთა განაცხადები დააკმაყოფილებს გამომცემლობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს კონკურსის წესებისა და პირობების მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის მიზანი, ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობაა.

კონკურსი მეოთხე წელია ტარდება. გასული სამი სეზონის გამარჯვებულებს მკითხველი უკვე კარგად იცნობს. ახლა კი, პროექტი ახალ დამწყებ ავტორებს აძლევს შესაძლებლობას, აისრულონ ოცნება და გამოვიდნენ სამწერლო ასპარეზზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო