„თბილისი ენერჯი“ - მომხმარებლებს, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ მ3-ს და უკვე დაფარეს გადასახადი, თანხა სააბონენტო ბარათებზე აესახებათ და მომდევნო პერიოდის დავალიანების დასაფარად იქნება გამოყენებული

მომხმარებლებს, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს და უკვე დაფარეს გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათებზე და გამოყენებული იქნება მომდევნო პერიოდის დავალიანების დასაფარად. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, იმ მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვის გადასახადი (ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს) მიმდინარე პერიოდისათვის დაფარული არ აქვთ, არ მოეთხოვებათ მისი გადახდა და შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგება არ შეუწყდებათ.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც კომუნალური გადასახადების დაფინანსებას ეხება, გაცნობებთ, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებიც თვის განმავლობაში მოიხმარენ 200 და ნაკლებ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში საქართველოს მთავრობა სრულად აუნაზღაურებს მოხმარებული გაზის საფასურს ზემოაღნიშნული მოცულობის ფარგლებში. მოხმარებლებს, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს და უკვე დაფარეს გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათებზე და გამოყენებული იქნება მომდევნო პერიოდის დავალიანების დასაფარად. ხოლო იმ მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვის გადასახადი (ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს) მიმდინარე პერიოდისათვის დაფარული არ აქვთ, არ მოეთხოვებათ მისი გადახდა და შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგება არ შეუწყდებათ. აღნიშნულში არ იგულისხმება თანადაფინანსება, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები, რომლებიც 1 თვის განმავლობაში მოიხმარენ 201 კუბურ მეტრ და მეტი მოცულობის ბუნებრივ გაზს, თავად უზრუნველყოფენ საფასურის ანაზღაურებას სრულად. აღნიშნული არ ეხებათ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს და ისინი მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს ფარავენ სრულად,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო