აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში - ვრჩებით იმ იდეის ერთგულები, რომ ყველა ასპირანტი ქვეყანა, საქართველო, უკრაინა და ბოსნია ჰერცოგოვინა, მომავალში ნატო-ს წევრები გახდნენ

ჩვენ ვრჩებით იმ იდეის ერთგულები, რომ ყველა ეს ასპირანტი ქვეყანა- საქართველო, უკრაინა და ბოსნია ჰერცოგოვინა, მომავალში ნატო-ს წევრი ქვეყნები გახდნენ, - ამის შესახებ ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა კეი ბეილი ჰაჩისონმა, ონლაინ ვიდეობრიფინგზე ალიანსში ნატო-ს გაწევრიანების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართელოში, ისევე როგორც უკრაინაში, რეფორმების განხორციელება გაგრძელდება.

კეი ბეილი ჰაჩისონი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოსა და უკრაინას საშუალება უნდა მისცეს, რომ მათ თავისი სუვერენული უფლებების ფარგლებში იმოქმედონ.

„ჩვენ ვრჩებით იმ იდეის ერთგულები, რომ ყველა ეს ასპირანტი ქვეყანა, საქართველო, უკრაინა და ბოსნია ჰერცოგოვინა, მომავალში ნატო-ს წევრი ქვეყნები გახდნენ, ჩვენ გვინდა ყველა მათანი. გვსურს, რომ ამ ქვეყნების რეფორმებმა წინასვლა განაგრძონ, რათა მათ შეძლონ რუსეთის დეზინფორმაციასა და მათი ტერიტორიის ნაწილზე საზღვარის კონტროლის გაძლიერების პროცესს წინააღმდეგობა გაუწიონ. რუსეთმა უნდა მისცეს ამ ქვეყნებს უფლება, რომ მათ ჰქონდეთ სუვერენული მმართველობა, სუვერენული ტერიტორია, საზღვრები. ჩვენ გულწრფელად გვსურს დავეხმაროთ საქართველოსა და უკრაინას, რომ გააგრძელონ რუსული აგრესიისთვის პასუხის გაცემა, რომელმაც კონტროლი დაამყარა მათი ტერიტორიების ნაწილზე. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ძალისხმევის შემცირებას. ჩვენი კარი ღიაა და ვფიქრობ, რომ ალიანსში ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებამ ეს აჩვენა. ჩვენ ვეხმარებით პარტნიორებს საქართველოსა და უკრაინას და ვაძლევთ მათ პაკეტს, რომელიც განხილული იქნება ხვალ მინისტერიალზე. იმედი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები დაამტკიცებენ პაკეტს, რომელითაც უნდა გაგრძელდეს საქართველოსთვის და უკრაინისთვის ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება“, - განაცხადა კეი ბეილი ჰაჩისონმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს