მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას - ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყვეთ ჩვენს ხალხს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რომ რეისების შეთავაზება ძალაშია და მათი მხრიდან თბილისის აეროპორტში დაჯდომის ნებართვის გარდა, არაფერი სურს. როგორც სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს, მას საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსასყიდლოდ ჩამოყვანა უნდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი თავისი „ხუშტურების“ გამო, გიორგი გახარიას ამის უფლებას არ აძლევს“.

„საქართველოს მთავრობას! ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყვეთ ჩვენს ხალხს. საელჩომ გამოუცხადა, რომ ბილეთები იაფად გაიყიდებოდა. მივიდნენ აეროპორტში და აღმოჩნდა, რომ მარტო 25 ბილეთი გაიყიდა. დანარჩენი ნაცნობობით გადანაწილდა თქვენს ახლობლებზე, ნათესავებსა და მეგობრებზე. რას დასცინით ხალხს?!

გუშინ, 31 მარტს, ვარშავიდან დანიშნული გვქონდა პირველი რეისი უკრაინული „სკაიაპის“, რომელსაც უნდა წამოეყვანა გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი 190-მდე ჩვენი თანამემამულე უფასოდ. საერთოდ, მზად ვართ, თვითმფრინავებით ევროპიდან ჩამოვიყვანოთ 5 ათასი ადამიანი, მოველაპარაკე კარანტინზე, კარანტინი არაფერი დაგიჯდებათ, პირდაპირ აეროპორტიდან, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მივიყვანთ სასტუმროებში და იქ იქნებიან ორი კვირა, რომ საფრთხე არავის შეუქმნან. ეს ხალხი გაუსაძლის პირობებშია, საჭმლის ფული არ აქვთ, ქუჩაში არიან გამოყრილები, ეს ელემენტარულად საკუთარი ქვეყნის პატივისცემაა“,-აცხადებს სააკაშვილი.

ის ხელისუფლებას მიმართავს, საკუთარ თავს სცენ პატივი, რადგან ასეთი საქციელით „საქართველოს საბოლოოდ თავი ეჭრება“.

„ასე არ შეიძლება, საკუთარ ხალხს მოექცეთ. რეისების შეთავაზება ძალაშია. თქვენი არაფერი გვინდა, გარდა ერთისა, თბილისის აეროპორტში დაჯდომის ნებართვა. მინდა მივმართო ემიგრანტებს, გამოაფხიზლეთ ეს მთავრობა, გაუგზავნეთ წერილები, მოსთხოვეთ საელჩოებს, დაუშვან რეისები, უფასოდ მიგვყავხართ საქართველოში, უბრალოდ ივანიშვილი თავისი „ხუშტურების“ გამო, გახარიას ამის უფლებას არ აძლევს. მოვხსნათ ეს საკითხი და ყველაფერი გამოგვივა“,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო