მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 34 პაციენტი მკურნალობს, ერთი პაციენტი კი ბათუმიდან გადმოჰყავთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში ამჟამად 34 პაციენტი მკურნალობს და დღეს, 35-ე პაციენტს ელოდებიან, რომელიც ბათუმიდან გადმოყავთ.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საავადმყოფოში გარდა პაციენტებისა, პერიოდულად მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის შემოწმება.

“დღეს დილას 5 პაციენტის ტესტის პასუხები მივიღეთ და ყველა უარყოფითი იყო. დღის მეორე ნახევარში ხდება 12 პაციენტის ტესტირება. ჩვენ ასევე გარკვეულწილად ჩვენი პერსონალის ტესტირებასაც ვახდენთ ორი კვირის ინტერვალით, როგორც პროტოკოლითაა გათვალისწინებული. პერიოდულად, ვისაც სჭირდება მათი ტესტირება ხდება და ღვთის შეწევნით ჩვენს ცენტრში სამედიცინო პერსონალი არის ჯანმრთელი. ახლა მკურნალობს 34 პაციენტი და 35-ე შემოგვემატება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, კორონავირუსის დადასტურებული ორი ახალი შეთხვევიდან ერთი 10 წლის ბავშვია, რომელიც ბათუმიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოჰყავთ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა, საიდანაც 23 გამოჯანმრთელებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო