მარინა ეზუგბაიამ იმ პაციენტების მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელთაც კორონავირუსთან ერთად სხვა დაავადებებიც აქვთ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალ კორონავირუსთან ერთად ყველა ქრონიკული დაავადება რისკის შემცველია.

საკითხის კომენტირებისას მარინა ეზუგბაიამ რამდენიმე კორონავირუსით დაავადებულ პაციენტზე ისაუბრა, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. მისი განმარტებით, რთულია იმ ქრონიკული დაავადებების დასახელება, რომლებიც კორონავირუსთან ერთად განსაკუთრებით ამძიმებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„ძალიან რთული სათქმელია, რომელია უპირატესი. ეს დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმზე, თვითონ როგორ პასუხობს ქრონიკულ დაავადებას, ან ეს დაავადება, რომელ სტადიაშია და როგორ გამოვლინდება. ჩვენი პაციენტებიდან ერთს აქვს ჰიპერტონული დაავადება, მაგრამ მართულია ეს ჰიპერტონული დაავადება და აქედან გამომდინარე ამ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად არ გაუარესებულა, მისი სტაბილიზაცია დროზე მოხდა და დღეს უკვე დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა. მეორე პაციენტთან იყო დიაბეტი, ამ პაციენტის მდგომარეობას ადრე, როგორც კრიტიკულს ისე ვახსენებდი და დღეს უკვე სტაბილურია, არაკრიტიკული მაგრამ მძიმეა. მესამე პაციენტთან გვაქვს, მძიმე ნევროლოგიური დაავადება და გულის უკმარისობა, მისი მდგომარეობა კრიტიკული რჩება ორი მძიმე დაავადების გამო და ასაკიდან გამომდინარე. მეოთხე პაციენტი, ესაა ქრონიკული ანემიით, საკმაოდ მძიმე ანემიაა, რომლის დიაგნოსტირებაც აუცილებელია. თუმცა რიგი კვლევების ჩატარება ჯერჯერობით არაა მიზანშეწონილი“,-აღნიშნა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო