„ევრონიუსი“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, გიგი წერეთლის სტატიას აქვეყნებს

„ევრონიუსი“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გიგი წერეთლის სტატიას აქვეყნებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სტატია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეაგირების, პოლიტიკური ინსტიტუტების თანამშრომლობის და პარლამენტების აქტიური ფუნქციონირების საკითხებს ეხება.

„კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დროს, ცხადი გახდა, რომ საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობის დონე მთავრობებისა და ექსპერტების რეკომენდაციების გასათვალისწინებლად, მჭიდრო კავშირშია დემოკრატიული ინსტიტუტების ნდობასთან. იმისათვის, რომ ამ ინსტიტუტების მიმართ ნდობა გაძლიერდეს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს სჭირდებათ უპრეცედენტო თანამშრომლობა, ხშირად, პოლიტიკური განსხვავებების გვერდზე გადადებით.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობებს აქვთ წამყვანი როლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ რეაგირებაზე და უმეტეს შემთხვევაში იმოქმედეს გადამწყვეტად და ეფექტურად, უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია პარლამენტებთან, და ისინიც, შესაბამისად, ფუნქციონალურნი უნდა იყვნენ ამ კრიზისულ პერიოდში.

პარლამენტები რჩებიან ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუტად, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ნორმალიზაციის გარემოს ქმნიან. ისინი უზრუნველყოფენ ზედამხედველობას , რომ საგანგებო ღონისძიებები სწორად არის განხორციელებული, რომ მოსახლეობის ეკონომიკური დახმარებისთვის ფინანსები გაიცემა საჭიროებისამებრ, რომ თავისუფლების შეზღუდვა პროპორციულია და დროებითი, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამ სამუშაოს შეჩერება შეუძლებელია“, - აცხადებს გიგი წერეთელი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, დღეს, მთავარ რისკებს სამედიცინო პერსონალი იღებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათ დასაცავად, ასევე პოლიცია და სამხედროები, სასურსათო მაღაზიების, მომუშავე საწარმოების, მიწოდების ქსელების თანამშრომლები, ყველა ვინც სასიცოცხლო ფუნქციებს ასრულებს.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ინსტიტუტს, რომლებიც ერთად მუშაობენ. ახლა ერთიანობის დროა და არა პოლიტიკური ან ინსტიტუციური დაყოფის.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები რეგულარულად აწყობენ ონლაინ ფორუმებს, რათა დაეხმარონ კრიზისზე საერთაშორისო რეაგირებას, სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის გაზიარებას, რომ ექიმები და სამედიცინო აღჭურვილობა განთავსდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, რომ მიგრანტებმა და კონფლიქტის ზონებში მყოფმა ადამიანებმა მიიღონ საჭირო დახმარება. ჩვენ ასევე უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, ხელი შევუწყოთ საკვებსა და წყლის უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებების დაცვას. რეაგირებას იმისათვის, რომ ეს პასუხი იყოს ყოვლისმომცველი და ლეგიტიმური, პარლამენტარები უნდა იყვნენ ბრძოლის წინა ხაზზე და შეასრულონ თავიანთი მთავარი ვალდებულება-ემსახურონ ხალხს!“ - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.euronews.com/2020/03/31/parliaments-must-continue-to-function-serve-the-people-during-coronavirus-pandemic-view?fbclid=IwAR1G8i9el8ZQCXFxyZmGsZK-nC_V3KCbW1jRy-xwygryV5mBnbWD9qGtdMo

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა