მამუკა ხაზარაძე - 2-მილიარდიანი პაკეტი საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ ეს კრიზისი გადავიტანოთ

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, არსებული კრიზისის დასაძლევად 2 მილიონიანი პაკეტი საკმარისი არ იქნება. ამის შესახებ ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

ამასთან, ხაზარაძემ გადაცემაში პარტიის მიერ შემუშავებულ 6 მილიარდიანი პაკეტის ინიციატივაზე ისაუბრა.

„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ მთავრობა ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღით ადრე გავაჟღერეთ, ეს მისასალმებელია, თუმცა აქვე მინდა დავადასტურო, რომ ეს საკმარისი არ არის და 2 მილიარდიანი პაკეტი არ იქნება იმისათვის საკმარისი, რომ ჩვენ გადავიტანოთ ეს კრიზისი.

მე მესმის, რომ რაღაც მოლოდინებია, რომ გაუმჯობესდება სიტუაცია, მაგრამ თუ გვინდა ჩვენ სტაბილიზაცია და სტაბილურად გადასვლა ანტიკრიზისის შემდგომ იმ პერიოდზე, რომელსაც პოსტ-კრიზისი ჰქვია - ამისათვის საჭიროა ერთიანი, მთლიანი პაკეტი.

მე მინდა გავიმეორო ჩვენი ინიციატივები, რასაც ჰქვია 6 მილიარდიანი პაკეტი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივად. პირველი - დაახლოებით მილიარდი ლარის ფულადი დახმარებით უნდა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, თითოეულმა ადამიანმა დაახლოებით 1000 ლარამდე უნდა მიიღოს ერთი თვის განმავლობაში. მეორე - 3 მილიარდიანი საგარანტიო ფონდ - ეს არ არის ფული, ეს არის გარანტია, რომელიც ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ შიდა რესურსებით უნდა უზრუნველყოს და ყველა იმ მცირე და საშუალო კომპანიას, რომელსაც აქვს წარმოება, ან აქვს გრძელვადიანი სესხი, უნდა მისცეს გარანტია, რომ დაგეგმონ და არ იფიქრონ იმაზე, რომ კომპანია მათ გაუკოტრდებათ. მესამე - ამ მილიარდში შეიძლება გათვალისწინებული იქნას კომუნალური ხარჯები, მაგრამ აქვე უნდა იქნას რაღაც თანხები გამოყოფილი, რომ რამდენიმე ასეული მილიონი იქნას გამოყოფილი სოფლის მეურნეობის წასახალისებლად. ბოლოს- ერთი მილიარდი მოხმარდება ლარის სტაბილურობას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძე მთავრობის მხრიდან გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვას და ზოგიერთ კომპანიაზე გამონაკლისების გაცემასაც გამოეხმაურა.

„ჩვენ დღეს ვნახეთ სია, კომპანიების რომლებმაც მუშაობა უნდა გააგრძელონ. აქ ჩემი რჩევა იქნება, რომ კომპანიების მიხედვით კი არ მოხდეს ამის გამოყოფა, არამედ ინდუსტრიების მიხედვით. როდესაც დღეს მთელი საქართველო სახლშია და ყველა გადავიდა ონლაინ რეჟიმში, დაუშვებელია რომ ონლაინ შესყიდვები გაჩერდეს. მეორე საკითხია როგორ სანიტარულ და ლოგისტიკურ სისტემას ავაწყობთ. ეს იქნება ფოსტის მეშვეობით თუ სხვა საშუალებით, შეიძლება უკონტაქტო მიტანაც. მაგრამ, თუ ეს აიკრძალა, რა აზრის აქვს ონლაინში გადასვლას?“,-აცხადებს ხაზარაძე.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია