მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე, მათი გათვლებით სამსახურს დაახლოებით 300 000 ადამიანი დაკარგავს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისულ პერიოდში, დაახლოებით 300 000 ადამიანი სამსახურს დაკარგავს . ამის შესახებ ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

ხაზარაძის განცხადებით, „ლელოს“ მიერ წარმოდგენილი 6 მილიარდიანი პაკეტი, სწორედ იმის უზრუნველყოფაა, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა დაკარგოს სამსახური.

„ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ 6 მილიარდიან პაკეტში, სწორედ იმის უზრუნველყოფაა, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა დაკარგოს სამსახური. ჩვენ დაახლოებით მილიარდი ლარით ფულადი დახმარებით უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დაკარგავს სამსახურს. ჩვენი გათვლებით ასეთი ადამიანი იქნება დაახლოებით 300 000 და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 1000 ლარამდე უნდა მიიღოს თითოეულმა ადამიანმა ერთი თვის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით მილიარდი ლარი დაგვეხარჯება სამი თვის განმავლობაში, რომ 300 000 ათას ადამიანს, რომელიც დაკარგავს სამსახურს, ჰქონდეს მყარი გარანტია იმისა, რომ ისინი არ დარჩებიან შემოსავლის გარეშე“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს