საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ვარშავაში, საქართველოს საელჩოსთან სამართალდამცველების მობილიზება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ აკრძალვებს უკავშირდებოდა

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვარშავაში, საქართველოს საელჩოსთან სპეცრაზმის გამოძახებას ადგილი არ ჰქონია. "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, რომ საელჩოსთან სამართალდამცველების მობილიზება საგანგებო მდგომარეობას უკავშირდებოდა.

"პოლონეთში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც აკრძალულია ადამიანების მასობრივი თავშეყრა, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც საელჩოსთან მოგროვდა გარკვეული რაოდენობა საქართველოს მოქალაქეების და მათთან შესახვედრად გამოვიდა საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები, ამ დროს სამართალდამცველები გამოჩნდნენ საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე და შეახსენეს საელჩოს, რომ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეიძლება, მოქალაქეთა მასობრივი შეკრება და მოუწოდეს ტერიტორიის დატოვებისკენ, როგორც საელჩოს თანამშრომლებს, ასევე მოქალაქეებს",-აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის, 3 აპრილს ვარშავა-თბილისის ჩარტერული რეისია დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, ვარშავაში საქართველოს საელჩოსთან საქართველოს ის მოქალაქეები მივიდნენ, რომლებმაც ბილეთის ყიდვა ვერ მოახერხეს და საელჩოს თანამშრომლებმა სამართალდამცავები გამოიძახეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა