ლადო პაპავა - როგორც ექიმებს ვანდეთ ჯანდაცვის სისტემა, ასევე მოდით და ეკონომისტებს ვანდოთ ეკონომიკური საკითხები, ნაკლები პოლიტიკით

გვჭირდება არა მრავალპარტიული, არამედ პროფესიული მიდგომა. ისეთი პარტიებიც გვყავს, რაც უფრო უარესად იქნება ქვეყანაში მდგომარეობა,მით უკეთესია მათთვის. როგორც ექიმებს ვანდეთ ჩვენ ჯანდაცვის სისტემა, ასევე მოდით და ეკონომისტებს ვანდოთ ეკონომიკური საკითხები, ნაკლები პოლიტიკით , - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლადო პაპავა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ იდეას , რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთობლივად შეიმუშაონ ანტიკრიზისული გეგმა.

როგორც ლადო პაპავა აცხადებს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია. მისივე თქმით, დღესდღეობით ეკონომიკაში ჩამოყალიბებული კრიზისის საფუძველი არა ეკონომიკაში არამედ მედიცინაშია ამიტომ ეკონომისტების მხრიდან კრიზისის დასრულებაზე საუბარი შეუძლებელია.

„ამ შემთხვევაში ეკონომიკა მედიცინის მძევალია. ეკონომისტების ვალია, რომ შეამსუბუქონ მდგომარეობა. იმ დროისთვის, როდესაც ეს პანდემიური კრიზისი დასრულდება, შემდეგ უკვე სხვა ხედვაა საჭირო. საჭიროა ორი გეგმა, ერთი-ახლა ხანძრის ჩაქრობის და მდგომარეობის შემსუბუქების, ხოლო მეორე- ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მთავრობამ მაშინ უნდა წარმოადგინოს, როდესაც პანდემია კლებად რეჟიმზე იქნება. ამ დროს მთავრობას ობიექტურად შეეძლება შეაფასოს, რა ზარალთან აქვს საქმე.

დღეს შეუძლებელია არსებობდეს რაიმე მკაფიო პროგრამა, თუ როგორ უნდა დავაყენოთ ფეხზე ეკონომიკა. თუ არა პოლიტიკური მიზნებით გარკვეული იდეების წარმოდგენა. მეტნაკლებად საინტერესო მოსაზრებები აქვს ყველა პარტიას. დღეს, როდესაც მთავრობამ წარმოადგინა გეგმა რომ კომუნალური გადასახადების ანაზღაურება მოხდება, ლამის ყველა პარტიამ თქვა, რომ ეს ჩვენი იდეააო. მთავარი ახლა ის კი არაა ვისი იდეაა, მთავარია რომ ეს სწორია“,- აცხადებს ლადო პაპავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა