ლალი ტურძელაძე - კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის პაციენტი იმდენად უკეთესად იყო, რომ სასუნთქი აპარატიდან მოვხსენით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა, 62 წლის ქალი სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს.

"პაციენტი უკეთესადაა, იმდენად უკეთესად იყო სასუნთქი აპარატიდან მოვხსენით",-აცხადებს ლალი ტურძელაძე.

მისივე ინფორმაციით, კლინიკა უკვე დატოვა ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა და კიდევ ორი პაციენტის პასუხს ელოდებიან, რომლებიც, შესაძლოა, გამოჯანმრთელდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა