გიორგი გახარია - უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა ჯერ კიდევ იანვარში, როცა ჯანდაცვის მინისტრმა პირველად შემოჰკრა განგაშის ზარი

უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა ჯერ კიდევ იანვარში, მაშინ როცა ჯანდაცვის მინისტრმა პირველად შემოჰკრა განგაშის ზარი , -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის მენეჯმენტის ძირითადი კომპონენტი არის ზუსტად ეს - სწრაფი, დროული ნაბიჯები, თუმცა, გარკვეულწილად, შესაძლოა, ეს ნაბიჯები ყოფილიყო უფრო ეფექტურიც.

„უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა ჯერ კიდევ იანვარში, მაშინ როცა ჯანდაცვის მინისტრმა პირველად შემოჰკრა განგაშის ზარი და თქვა, რომ ჩინეთში მიმდინარე პროცესები, რომელსაც მაშინ არ ერქვა Covid 19, არამედ გაზრდილი პნევმონიების ოდენობა იყო საყურადღებო და, სწორედ, ეს იყო ძირითადი „ტრიგერი“, რის გამოც ჩვენ შევქმენით საბჭო. მისი შექმნიდან, დაახლოებით, ერთ თვეში ჩვენ გვქონდა ინფიცირების პირველი შემთხვევა და ამ ერთი თვის განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთეთ. ჩვენი მენეჯმენტის ძირითადი კომპონენტი არის ზუსტად ეს - სწრაფი, დროული ნაბიჯები, თუმცა, გარკვეულწილად შესაძლოა ეს ნაბიჯები ყოფილიყო უფრო ეფექტურიც,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს