გიორგი გახარია ე.წ. „დელივერი სერვისზე“ - ყველა ის კომპანია, რომელიც პირობებს დაიცავს, პირადად მე ვიძლევი გარანტიას, რომ უახლოეს პერიოდში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განმარტავს, რომ ნებისმიერი კომპანია, რომელიც უსაფრთხოების შესაბამის პირობებს დაიცავს, უახლოეს პერიოდში მიიღებს ე.წ. „დელივერი სერვისის” განხორციელების ნებართვას.

პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურების გარდა ყველა სხვა სახის ე.წ. „დელივერი სერვისი” აიკრძალა, უსაფრთხოების პირობების დაცვის აუცილებლობით ხსნის და აცხადებს, რომ კომპანიებს შეუძლიათ ამგვარი საქმიანობის გაგრძელების ნებართვა მიიღონ.

„ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ყველა შემთხვევაში როდესაც ვსაუბრობთ ბიზნესზე, სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკაზე მაინც გამოვდივართ COVID 19-დან, იმიტომ რომ ესაა ჩვენი ბრძოლა, რომელშიც ახლა ვართ. მთავარია სულისკვეთება. ჩვენი ძირითადი პრინციპი გახლავთ მინიმალური ზიანი ეკონომიკას, მაგრამ რამოდენიმეჯერ ვთქვით, რომ ესაა ის შეზღუდვები, რომელიც საჭიროა დღეს და არის დროებითი. მეც ბევრმა ადამიანმა შემაწუხა და მომმართა ამასთან დაკავშირებით, იყო დასაბუთებული, საკმაოდ სერიოზული არგუმენტები, რომლებსაც მივიღებთ, მაგრამ იყო შემთხვევები, რომ მაგალითად თუ მინდა ტელეფონის ან ყურსასმენის ყიდვა. როგორ შეიძლება, როდესაც ამხელა გამოწვევაზე ვსაუბრობთ, ორი კვირის განმავლობაში მუსიკალური ფლეიერის ყიდვა ვერ მოვითმინოთ? ეს ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია“,-განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ყველა ის კომპანია, რომელიც პირობებს დაიცავს, პრემიერი იძლევა გარანტიას, რომ უახლოეს პერიოდში, დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას.

„ჩვენ ვამბობთ, რომ მსხვილი სისტემური საწარმოები, რომლის გაჩერებაც სერიოზული დარტყმა იქნება ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა გააგრძელებენ მუშაობას. მათ ექნებათ კონკრეტული პირობები ჯანმრთელობის დაცვის ნაწილში. გარდა ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ მშენებლობის სექტორი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ასევე აგრძელებენ ფუნქციონირებას ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის პირობების სრული დაცვით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დისტანციური მომსახურეობის ზოგიერთი ფორმა მოითხოვს ბექოფისში საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამინების შრომას. ჩვენ ყველანაირად მივესალმებით, რომ დიდ სავაჭრო ქსელები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, გარკვეული შეღავათების დონეზე, არავის არაფერი არ აუკრძალია, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მივიდეთ მაინც ჯანდაცვის სამინისტროში ან დაავადებათა კონტროლის ცენტრში. დავინტერესდეთ, რა პირობებია საჭირო რომ ჩვენი თანამშრომლების და კლიენტების უსაფრთხოება დავიცვათ და ამის შემდგომ მივიდეთ შესამაბის შტაბში და მუშაობის ეს ნებართვა მივიღოთ, არანაირი პრობლემა აქ არ არსებობს და ვერ იარსებებს, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ, მაქსიმალურად მომსახურების დისტანციურ ფორმებზე გადავიდეთ. ელემენტარული პროცესების და უსაფრთხოების პირობების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, პირადად მე ვიძლევი გარანტიას რომ უახლოეს პერიოდში, დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას“,-აღნიშნა გახარიამ "იმედის" ეთერში.

მისივე თქმით, "სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ არც ბრიტანეთი და არც გერმანია, რომ თვეები ვაფინანსოთ ჩვენი მოქალაქეების სახლში ჯდომა. მოგვიწევს შრომის დაწყება და ეს პერიოდი ძალიან მალე დადგება".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა