გიორგი გახარია - ახლა მნიშვნელოვანია, რომ კრიზისი არ გადაედოს ინფლაციურ და კურსის პრობლემებს და ჩვენ ამას ვაბალანსებთ ეროვნულ ბანკთან ერთად

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ამ ვითარებაში მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება ეკონომიკური თვალსაზრისით კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, კურსთა შორის სხვაობამ და ტურბულენტობამ სავალუტო ბაზარზე არ უნდა მიაყენოს ზიანი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

„მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება ეკონომიკური თვალსაზრისით არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. აქ კოორდინირებული მუშაობა ეროვნულ ბანკს, მთავრობას, ბიზნესს სექტორს და სისტემურ ბანკებს შორის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ დაორგანიზებული გვაქვს უკვე რამდენიმე თვეა ამ გამოწვევებამდეც და სისტემურად ვაგრძელებთ ამ მიდგომას. ახლა მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ კრიზისი არ გადაედოს ინფლაციურ და კურსის პრობლებს და ჩვენ ამას ვაბალანსებთ ეროვნულ ბანკთან ერთად. ეს გამოწვევა არ არის მხოლოდ საქართველოსი, ეს არის გლობალური და ეს არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენთვის არის სისტემური. კურსთა შორის სხვაობის დაზღვევის კომპონენტი ჩვენს ამ პაკეტში უკვე არსებობს.

მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე ცხრა ძირითად სასურსათო პროდუქტზე ძირითად მომწოდებლებს კურსთა შორის სხვაობის რისკი დავუზღვიეთ და ჩვენ ამ ნაბიჯებს გავაგრძელებთ მანამდე, ვიდრე ეს ტურბულენტობა ეკონომიკაში გაგრძელდება. ისევე, როგორც მსგავს მიდგომებს შევთავაზებთ ინფრასტრუქტურული პროექტების იმ კომპანიებს, რომლებიც უკვე ახორციელებენ ამ პროექტებს ან ახლა არიან ტენდერებში შემოსული და იგებენ ამ ტენდერებს“,-აღნიშნა გახარიამ.

მისივე თქმით, კურსთა სხვაობის რისკები იქნება დაზღვეული, გონივრულ ფარგლებში.

„ჩვენთვის სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კურსთა შორის სხვაობამ და ტურბულენტობამ სავალუტო ბაზარზე არ უნდა მიაყენოს ზიანი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, სისტემურ ინფრასტრუქტრულ პროექტებში, ჩვენ კურსთა სხვაობის რისკებს დავაზღვევთ, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში. ეს ის მიდგომაა, რომლითაც ჩვენ როგორც კომპანიებს, ასევე, კონკურენტულ მომხმარებლებსაც მივეხმარებით. აქ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ კომუნალურ მომსახურების ნაწილს, შემდგომში იმ მოქალაქეების დახმარების ნაწილს, ვინც დაკარგა სამუშაო ადგილი. ეს არის ის, რითიც ჩვენ უნდა დავუზღვიოთ მოქალაქეებს ორი რამ: დაკარგული სამუშაო ადგილები და შემოსავალი და ეს კურსთა შორის სხვაობა, რომელიც გამოწვეულია იმ ეკონომიკური გამოწვევებით, რომელიც არის გლობალური“, - განაცხადა გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო