გიორგი გახარია - იმის მაგივრად, რომ პოლიტიკური კეკლუცობა და კანცელარიაში წერილები და რაღაც სისულელე ქაღალდები ვატაროთ, ვისაც აქვს სურვილი ჩვენს მოქალაქეებს მიეხმარონ, უბრალოდ გამოაცხადონ, რომ ისინი აკეთებენ რეისს

იმის მაგივრად, რომ პოლიტიკური კეკლუცობა და კანცელარიაში, ადმინისტრაციებში წერილები და რაღაც სისულელე ქაღალდები ვატაროთ, ყველას, ვისაც, შეუძლია და აქვს სურვილი ჩვენს მოქალაქეებს მიეხმარნონ, ბიზნესმენი იქნება თუ პოლიტიკოსი, უბრალოდ გამოაცხადონ , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ვინმეს საქართველოს მოქალაქეების რომელიმე ქვეყნიდან გადმოყვანის სურვილი აქვს, ამის არანაირი პრობლემა არ იქნება.

„ბევრი სპეკულირება ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით. ვიღაცა რაღაც სურვილებს გამოთქვამს. არის შემთხვევები, როდესაც წერილები იწერება კანცელარიაში. ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულირება. ვინმეს თუ საქართველოს მოქალაქის, ან ქვეყნის დახმარება სჭირდება, ან სურვილი აქვს ან შეუძლია, არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ერთი ქვეყნიდან საქართველოში. საჭიროა, უბრალოდ, მიმართო იმ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას და ეს ორგანიზდება ზუსტად ნახევარ საათში. იმის მაგივრად, რომ პოლიტიკური კეკლუცობა და კანცელარიაში, ადმინისტრაციებში წერილები და რაღაც სისულელე ქაღალდები ვატაროთ, ყველას, ვისაც, შეუძლია და აქვს სურვილი ჩვენს მოქალაქეებს მიეხმარნონ, ბიზნესმენი იქნება თუ პოლიტიკოსი, უბრალოდ გამოაცხადონ, რომ ისინი აკეთებენ ამ რეისს ნებისმიერი ქალაქიდან, არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება, ამას კანცელარიაში მისვლა კი არ სჭირდება, საავიაციო ხელისუფლების მიმართვა სჭირდება“, - განაცხადა გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა