ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს იაკოვ ლიცმანსა და მის მეუღლეს ჩავას კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდათ,- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრისა და მისი მეუღლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„წყვილი თვითიზლაციაში იმყოფება და მათზე მეთვალყურეობას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი გაიდლაინების მიხედვით ახორციელებენ,“- ნათქვამია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, 71 წლის მინისტრი თავისი მოვალეობის შესრულებას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 6 092 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 26-ია.

იხილეთ ვიდეო: ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა