დონალდ ტრამპი - არ ვიცი, შეამცირა თუ არა ჩინეთმა კორონავირუსის სტატისტიკა, მე ჩინელი ბუღალტერი არ ვარ

არ ვიცი, შეამცირა თუ არა ჩინეთმა კორონავირუსის სტატისტიკა, მე ჩინელი ბუღალტერი არ ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

მისი თქმით, რთულია იმის დადგენა, ნამდვილად შემცირდა თუ არა კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები ჩინეთში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების შეგნებულად შემცირების მიუხედავად ჩინეთი ყველაფერს აკეთებს ვირუსთან საბრძოლველად.

"მე ვესაუბრე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს. ჩვენ ერთობლივი ძალისმხევით ვმუშაობთ ვირუსის შესაჩერებლად“, - აღნიშნა მან.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი - ყველას შევახსენებდი, რომ საქმე პოლიტიკური პროცესის მთლიანობას ეხება, სწორედ ეს დევს სასწორზე
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2020
ლევან ბოძაშვილი - კავკასიური კვანძი იხსნება და არა საქართველოს სასარგებლოდ, ჩვენთვის ახლა აუცილებლობას წარმოადგენს სრული პოლიტიკური და ინსტიტუციონალური სტაბილურობა