ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი ორი ახალი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, ამჟამად კლინიკაში 14 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგანაც 7-ს კორონავირუსი აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა საყურადღებო და მძიმეა, ასევე საყურადღებოა მეორე პაციენტის მდგომარეობაც. ამასთან, როგორც მაკა სოლოღაშვილი აღნიშნავს, დღეს კვლევას დაემატება სამი პაციენტი და კორონავირუსზე მათი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში ამ ეტაპზე მკურნალობს 14 პაციენტი. 14 პაციენტიდან 7 პაციენტს დადასტურებული აქვს COVID 19. გუშინ კვლევაში ჩაერთო 4 პაციენტი და ოთხივე მათგანზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. დღეს კვლევას დაემატება სამი პაციენტი და მათ შედეგებს დაველოდებით. არსებული პაციენტებიდან, რომლებიც დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობენ, სამ პაციენტზე ხვალ გადამოწმდება მათი გამოჯანმრთელების პროცესის შედეგები ლაბორატორიულად. ახალი ორი პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა საყურადღებო და მძიმეა, მეორე პაციენტთანაც საყურადღებოა მდგომარეობა. პროტოკოლის მიხედვით, მიმდინარეობს მკურნალობა“,-აცხადებს მაკა სოლოღაშვილი.

მისი თქმით, არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა .

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა