მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსი სავარაუდოდ, ბათუმიდან გადმოყვანილი ბავშვის მშობელსაც დაუდგინდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ საღამოდან ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტი შეიყვანეს.

მისი ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა მძიმე არ არის. რაც შეეხება ბათუმიდან ჩასულ მოზარდს, ეზუგბაიას განცხადებით, ის მშობელთან ერთად არის, რომელსაც "კლინიკა გამოუვლინდა" და სავარაუდოდ, კორონავირუსი მასაც დაუდასტურდება.

„ჩვენთან გუშინ შემოვიდა 4 ახალი შემთხვევა, ერთ-ერთი მათ შორის ბათუმიდან მოდიოდა მშობელთან ერთად. ბავშვს დადგენილი აქვს, მშობელს არა, მაგრამ მასაც კლინიკა აქვს, ასე რომ, მასაც დაუდასტურდება. ჯერჯერობით, ახალი შემოსული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, გაფართოებული კვლევები დღეს ჩაუტარდებათ, ამ კვლევებით მიღებული მონაცემებისა და პაციენტის მდგომარეობის შედეგის შეჯერებით შეფასდება მათი საერთო ზოგადი მდგომარება და ამაზე მოგახსენებთ დინამიკაში. ერთი სომხეთიდანაა შემოსული, ორი არის საფრანგეთიდან და მე-4 პაციენტის წყარო ჯერჯერობით, მოძიებული არ არის, მაინც იკვეთება, რომ შემოტანილი შემთხვევაა”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა