ფილიპინების პრეზიდენტმა კარანტინის წესების დამრღვევი პირების დახვრეტის ნებართვა გასცა

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ პოლიციას და სამხედროებს ნება დართო, დახვრიტონ კარანტინის წესების დამრღვევი პირები, თუკი ისინი სამართალდამცავებს არ დაემორჩილებიან და მათ სიცოხლეს საფრთხეში ჩააგდებენ.

“ჩემი განკარგულება პოლიციასა და სამხედროებს: თუკი ისინი უმართავები გახდებიან, შეგეწინააღმდეგებიან და თქვენს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიან, დახვრიტეთ ისინი! სჯობს დაიხოცნონ, ვიდრე ქაოსი გამოიწვიონ. მე თქვენ დაგმარხავთ,”- განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა ტელემიმართვის დროს.

ბოლო მონაცემებით, ფილიპინებში ახალ კორონავირუსს 96 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფიცირებულია 2 311 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 50-ია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა