თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის განცხადებით, ტესტირება 21 პაციენტს ჩაუტარდა და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, კახა ბეროზაშვილის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება მათ კლინიკაში მოთავსებულ 21 პაციენტს ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს covid 19 არ დაუდასტურდა.

მისივე განმარტებით, მათ კლინიკაში მოთავსებული 46 პაციენტიდან უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 46 პაციენტია. დღე-ღამის განმავლობაში სტაციონარში 19 პაციენტი მოთავსდა. ლაბორატორიაში 21 სინჯი იყო გაგზავნილი და ველოდებოდით პასუხებს. საბედნიეროდ, ყველა უარყოფითია, შესაბამისად კორონავირუსის ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკაში არ დადასტურებულა. პაციენტების უმეტესობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ 46 პაციენტიდან ექვსი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, რაც უკვე ნიშნავს, რომ მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ ეს სიმძიმე ვირუსით არ არის გამოწვეული, ეს გამოწვეულია თანმხლები დაავადებების გართულებებით. საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები აქვთ ამ პაციენტებს და მიმდინარეობს მკურნალობა. რაც შეეხება ახალ ავდმყოფებს, მათი ანალიზების საკითხო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო ურთიერთობით გადაწყდება, გამომდინარე პაციენტის მდგომარეობიდან და მისი ჩივილებიდან.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს, მისი მდგომარეობა, როგორც ვიცი, სტაბილურია",-განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა