BTU-ს ქალთა კოდინგის სკოლა მიღების მეორე ეტაპს აცხადებს

ტექნოლოგიების მიმართულებით ქალების გადამზადება და დასაქმება კოდინგის სკოლის მთავარი მიზანია, რომლის საპასუხოდ, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელების ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ქალთა კოდინგის სკოლა დაარსდა.

დაარსებიდან 1 წლის შემდეგ, ქალთა კოდინგის სკოლა აცხადებს მიღების მეორე ეტაპს, სადაც შერჩეული კანდიდატები, აშშ-ს სტრატეგიული ცენტრის, StrategEast-ის მიერ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში დაფუძნებულ აიტი ჰაბში გადამზადდებიან.

სფეროები მოიცავს 5 ძირითად მიმართულებას: Frontend დეველოპმენტი, ASP.net დეველოპმენტი, Java დეველოპმენტი, Android აპლიკაციების დეველოპმენტი და QA ინჟინერი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი ორგანიზაციაა და ქალთა კოდინგის სკოლის ინიციატივით პასუხობს WEPs-ის მე 4 პრინციპს: ქალების განათლების, პროფესიული მომზადებისა და განვითარების ხელშეწყობას.

სწავლება წარიმართება დისტანციურად, ინგლისურ ენაზე, რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ მითითებულ ბმულზე

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 12 აპრილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს