გიორგი გახარია კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს კორონავირუსთან ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მადლობას უხდის ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს და აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს კორონავირუსთან ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის.

"მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო გაწია და ჩვენ, დღეს უკვე გვაქვს გარკვეული ციფრები "ცხელი ფულის", სწრაფი დახმარების კუთხით საქართველოსთვის, ეს არის რამდენიმე ათეული მილიონი ევრო. ასევე, მინდა პირადად მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს, რომელმაც ასევე სწრაფად იმოქმედა და სწრაფი დახმარების ნაწილში, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში. ეს დახმარება ჩვენ უკვე დაფიქსირებული გვაქვს, დაპირება გვაქვს," - განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის დახმარება, რომელიც საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა უნდა გაგვიწიონ პოსტკრიზისულ პერიოდში, ქვეყნის აღდგენის და პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის ნაწილში.

„ნდობა არსებობს. ჩვენ ძალიან ახლო კომუნიკაციაში ვართ და გარკვეული შედეგები უკვე გვაქვს. მე არ დავასახელებ კონკრეტულ ციფრებს. ფინანსთა სამინისტროს მიმართულებით საკმაოდ კარგად მივდივართ და ეს სერიოზული მხარდაჭერა იქნება ბიუჯეტისთვის ისევე, როგორც სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელების ნაწილში. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ეს არის კრიზისში სწრაფი დახმარების ნაწილი. ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის დახმარება, რომელიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ჩვენ უნდა გაგვიწიონ პოსტკრიზისულ პერიოდში ქვეყნის აღდგენის და პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის ნაწილში. საქართველოს ეკონომიკა, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო წელს და ამ წლის პირველი ნაწილი, ძალიან კარგად ვითარდებოდა. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ეს ძალიან კარგად იციან. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ძალიან კარგი შეფასებები მისცა წლის დასრულებას, წლის დასაწყისს. ისინი ხედავენ, რომ ჩვენ ამ ბრძოლასაც, ამ კრიზისსაც ვუმკლავდებით და ვინარჩუნებთ ეკონომიკის პოტენციალს და იმედი გვაქვს, დარწმუნებული ვართ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ფინანსური დახმარება, ეს იქნება დახმარება პოსტკრიზისულ პერიოდში მაშინ, როდესაც დაგვჭირდება სწრაფი აღდგენა ეკონომიკის და სამუშაო ადგილების“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა