მაიკ პენსი - ჩვენ რომ ჩინეთის რეალური შედეგები გვცდონოდა, უკეთესად მოვემზადებოდით

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ინფორმაციით, აშშ კორონავირუსის პანდემიას უფრო მომზადებული შეხვდებოდა, რეალური ინფორმაცია რომ ჰქონოდა ჩინეთიდან. მისივე თქმით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრებიც შეცდნენ, როცა აცხადებდნენ, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხე მაღალი არ იყო.

„რეალობა ის არის, რომ ჩვენ უკეთესად მოვემზადებოდით, რომ გვცოდნოდა რეალური შედეგები ჩინეთში. აშკარაა, რომ როცა მსოფლიომ ამ ვირუსის შესახებ დეკემბერში გაიგო, ჩინეთი მას უკვე ერთი თვით ადრე ებრძოდა“,-აღნიშნა პენსმა.

მისივე თქმით, აშშ-ში არსებული ვითარების შედარება ყველაზე მეტად იტალიასთან შეიძლება.

„ჩვენ ვფიქრობთ, აშშ-ში არსებული ვითარების შედარება იტალიასთან შეიძლება“,-აღნიშნა პომპეომ.

ცნობისთვის, აშშ-ში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კერძოდ, ინფიცირებულთა რიცხვმა ქვეყანაში 215344-ს მიაღწია, ხოლო დაიღუპა 5112 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: მაიკ პენსი - ჩვენ რომ ჩინეთის რეალური შედეგები გვცდონოდა, უკეთესად მოვემზადებოდით

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო