არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება

არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ინფორმაციით, ისინი ბანკში ფულს ითვლიდნენ.

თავად ეროვნულ ბანკში არ საუბრობენ, რა პოზიციაზე მუშაობდნენ პირები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

უწყების მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადებიდან მხოლოდ ის ირკვევა, რომ აღნიშნული პირების ინფიცირების წყარო ის ერთი თანამშრომელია, რომელსაც კორონავირუსი ერთი კვირის წინ დაუდგინდა. ეროვნულ ბანკში ასევე აცხადებენ, რომ პირები, რომელთაც ვირუსი დაუფიქსირდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებდნენ.

იხილეთ ვიდეო: არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს