მთავრობის დადგენილების თანახმად, დისტანციურად ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა დასაშვებია

საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გააფართოვა, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ.

კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ იზღუდება: სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება; შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა); სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის); სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები; სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია; პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება; ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა; სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები; საფოსტო და საკურიერო მომსახურება; საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა); ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები; IT და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად); საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად); სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად); ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები; სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად); სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები; საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად); საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად); არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად); იურიდიული მომსახურება (დისტანციურად); შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია; დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები; სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება; 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები); არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად); ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა); ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად); ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად).

ამავე დადგენილების თანახმად, დასაშვებია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან გაუსვლელად.

„დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს ხუთი ადამიანისა)“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობები და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტები/მეწარმე სუბიექტები, რომლებიც არ იზღუდება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. კერძოდ, სამაცივრე მეურნეობები; საბაჟო საწყობები; ცხოველთა სასაკლაოები; სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები; სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები; სასათბურე მეურნეობები; საირიგაციო/სამელიორაციო სისტემების მშენებლობა.

დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს და ის ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა