ბექა ნაცვლიშვილი - მთავრობამ სასურსათო უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს

მთავრობამ, სხვა ეკონომიკური სტიმულირების გეგმასთან ერთად, უნდა გადადგას მთავარი ნაბიჯი და სასურსათო უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ სასურსათო პროდუქტის დეფიციტი თავიდან აიცილოს, მთავრობამ სულ ცოტა 460 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობის პროდუქტების - მარცვლეულის, ხორცის და ბოსტნეულის დაფინანსებისკენ უნდა წარმართოს.

„ის, რომ ჩვენი ქვეყანა დიდ ყურადღებას უთმობს კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების შემცირებასა და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, ეს აუცილებელი და მართებულია, მაგრამ ამასთან ერთად არ უნდა გამოგვრჩეს გლობალური პროცესები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სურსათის გლობალური დეფიციტი. პირველი ამის გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ქვეყნებში აღარ არის მუშახელი, რომლებმაც შეიძლება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი შექმნან, რადგან შრომითი მიგრაცია შემცირებულია. მეორე - ეს არის ლოჯისტიკური და სატრანსპორტო სისტემების შეჩერების მაღალი ალბათობა. მესამე - რიგმა ქვეყნებმა, რომელთათვისაც ძალიან რთულია, რომ გამოიცნონ რა მასშტაბი და ხანგრძლივობა ექნება პანდემიას, უკვე გადადგეს ნაბიჯები იზოლირებისკენ, რაც გულისხმობს სასურსათო პროდუქტის ექსპორტის შეჩერებას და განსაკუთრებით ეს პრობლემა ყველაზე უფრო აწვება ისეთ ქვეყნებს, რომლებიც დამოკიდებული არიან სასურსათო იმპორტზე. ასეთია, მაგალითად, საქართველო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ჩვენი სასურსათო პროდუქტის 70%-ის იმპორტს ვახორციელებთ. მთავრობამ სხვა ეკონომიკური სტიმულირების გეგმასთან ერთად, უნდა გადადგას მთავარი ნაბიჯი და სასურსათო უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს. მინიმუმ 460 მილიონი ლარი უნდა წარიმართოს სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსებაზე. პირველი - ეს არის მარცვლეული, მეორე - ეს არის მეხორცეობა, მესამე - ბოსტნეული. სასურსათო უსაფრთხოება არ გულისხმობს მხოლოდ პროდუქტის მოწოდების უწყვეტობას, ეს გულისხმობს ჯანსაღი პროდუქტით საკუთარი მოსახლეობის უზრუნველყოფას. ე.ი. მთავრობამ უარი უნდა თქვას ლიბერალურ მიდგომებზე და ის უნდა გახდეს ამ პროცესების როგორც მაორგანიზებელი, ისე მთავარი ინვესტორი,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს