ნათია თურნავას განცხადებით, შემოწმდება, როგორ ახდენენ დამსაქმებლები თანამშრომელთა ტრანსპორტირებას და დაცულია თუ არა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უწყება დამსაქმებლებს შეამოწმებს, როგორ ახდენენ ისინი თანამშრომელთა ტრანსპორტირებას სამუშაო ადგილებზე და დაცულია თუ არა მათთან უსაფრთხოების ნორმები.

ამის შესახებ თურნავამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სატრანსპორტო საშუალებებში არის მომატებული რისკი ინფექციის გადადების, ამიტომ კომპანიებს წესების მკაცრად დაიცვა მოეთხოვებათ.

„უსაფრთხო ტრანსპორტირება ეს არის სწორედ უსაფრთხო საქმიანობის წესების ერთ-ერთი განუყრელი ნაწილი. თქვენ იცით, რომ ჩვენ მივიღეთ საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილება, შეწყვეტილია საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირება ისევ და ისევ გამომდინარე იქედან, რომ სატრანსპორტო საშუალებებში არის მომატებული რისკი ინფექციის გადადების. გამონაკლისი დაშვებული გვაქვს ბიზნესისთვის,საწარმოებისთვის, რომ მიუხედავად აკრძალვისა, მათ უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების გადაადგილება თავისი ან დაქირავებული სატრანსპორტო საშუალებებით, მაგრამ ის, რომ წესები უნდა იყოს დაცული, ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ შევამოწმებთ ამ წესების შესრულებას, ესეც იქნება ერთ-ერთი ნაწილი. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ შეიძლება არ გვქონდეს ერთი უნივერსალური მიდგომა, მაგრამ არის კონკრეტული წესები, რაც გაწერილია გაიდლაინებში და ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის დროს უნდა იყოს დაცული. ეს არის კონკრეტული კონფიგურაცია, მინიმალური რაოდენობა ადამიანების, პერიოდული დეზინფექცია და ა.შ.“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
3-მილიარდიანი ინვესტიცია დედაქალაქის ცენტრში - Tbilisi Hills Golf & Residences ინოვაციური განვითარების ხედვით
გიგანტური კერამიკული ფილები (R)
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
მოიპოვე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მინერალები საქართველოში
eutoday - ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"