ხულოს, ქედასა და შუახევის მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე მოსახლეობას 50 000 ლარის ოდენობის პროდუქტით დაეხმარება

N73-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე მთიან აჭარაში მცხოვრებ 120 ოჯახს 120 ტომარა ფქვილს გადასცემს. დახმარებას მიიღებენ მრავალშვილიანი, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახები, მეეზოვეები და მოსახლეობის გადაუდებელი საჭიროებებისთვის უწყვეტად მომუშავე სხვა პირები. ანზორ ბოლქვაძე თუნუქის გადასახური მასალით იმ 21 ოჯახსაც უზრუნველყოფს, რომელთაც გასული წლის სექტემბერში საცხოვრებელი სახლები დაეწვათ.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე, ხულოს, ქედასა და შეახევს კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი მოსახლე არ ჰყავს, საჭიროების შემთხვევაში, ანზორ ბოლქვაძე მზადაა, პირთა თვითიზოლაციისთვის ხელისუფლებას დაახლოებით 15-ადგილიანი სასტუმრო დაუთმოს. მაჟორიტარი დეპუტატი, აჭარის მთავრობასთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ხულოს, ქედასა და შუახევის მოსახლეობის დასახმარებლად“,-აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა