კორონავირუსი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა, საიდანაც 5 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა, საიდანაც 5 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება ელჩებთან და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პაციენტების რაოდენობა მუდმივად მზარდია.

„ჩვენი ელჩები არიან მუდმივ კომუნიკაციაზე როგორც ჩვენთან, ასევე ადგილობრივ უწყებებთან. ისინი გვაწვდიან ამის შესახებ ინფორმაციას. დღესდღეობით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდის ინფექცია, საიდანაც სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ 5 მოქალაქე გარდაიცვალა. ჩვენი ელჩები უზრუნველყოფენ ამ ინფორმაციის დეტალურ მოწოდებას სამინისტროსთვის“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა, საიდანაც 5 ადამიანი გარდაიცვალა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა