ეკატერინე ტიკარაძე - ვირუსის პიკურ სტადიას შესაძლოა, ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან

პიკურ სტადიას შესაძლოა, ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან, იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა კატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქით, კორონავირუსით ინფიცირებული 10 ახალი პაციენტიდან უმეტესობა უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან საკარანტინო ზონებიდან არიან.

„მივყვებით ჩვენს გეგმას და სიტუაციაც მაინც კონტროლირებადია, ვინაიდან, ამ 10 პაციენტიდან ძირითადის კონტაქტები ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან არის დადგენილი და მათი უმეტესობა არის ან უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან იმ საკარანტინო ზონებიდან, რომელშიც არიან განთასებულები ჩვენი პაციენტები. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, არ ჩავთვალოთ, რომ ქვეყანაში ზარების შემოკვრის დროა, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ ჩვენი შემდგომი სტრატეგია უკვე გართულებული და გაზრდილი შემთხვევების მართვისთვის. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შესაძლოა, ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან, იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფოს გუნდის მხრიდან, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან აღსრულების ნაწილი. ამაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის პაციენტი გვეყოლება აპრილის ბოლოს და მაისში და ასევე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პიკური პერიოდი და როგორ მოხდება მისი შეკავება“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 26 გამოჯანმრთელებულია.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა