ნათია თურნავა - ყველამ თავი დაანებოს სპეკულაციებს - ხედავთ, რომ მაქსიმუმს ვაკეთებთ!

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი ბიუჯეტიდან გამოიყო.

როგორც მან დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, ხელისუფლება ანტიკრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში მუშაობს.

„ჩვენი ღონისძიებების ძირითადი ნაწილი არის ის თანხა, რომელიც ან ბიუჯეტში გვიდევს, ან ბიუჯეტში უნდა შემოსულიყო და ჩვენ ამაზე გააზრებულად ვთქვით უარი. მაგალითად, გადასახადები, რომელიც გადავავადეთ. რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს, ბიუჯეტის თანხა. უკვე მოგახსენეთ, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში ვმუშაობთ. არის ისეთი პრიორიტეტები, რომელიც კვლავ უცვლელი რჩება, როგორიც არის ინფრასტრუქტურული პროექტები. არის გარკვეული ღონისძიებები, რომელიც დღეს იმდენად აქტუალური აღარ არის“, - აცხადებს თურნავა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე სახსრები სწორად და მიზნობრივად ნაწილდება. როგორც თურნავა აღნიშნავს, მთავრობის ეკონომიკური გუნდი დონორებთან მუშაობს, მაგრამ მთავარი დატვირთვა ბიუჯეტზე მიდის.

„სახელმწიფო ეხმარება მოსახლეობასა და კომპანიებს. რა თქმა უნდა, დონორების დახმარების იმედი გვაქვს, ეკონომიკური გუნდი დონორებთან მუშაობს, მაგრამ მთავარი დატვირთვა ბიუჯეტზე მიდის. აღნიშნულის გათვალისწინებით, როდესაც გვესმის სხვადასხვა მოწოდება, კეთილი სურვილი, რომ მოდით, აბა ესეც გააკეთეთ, ისიც გააკეთეთ, ყველას ვეუბნები, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ბიუჯეტი, კონკრეტული რესურსები, რომელსაც ვითვლით იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში ხანგრძლივად გამარჯვებულები დავრჩეთ. ყველამ თავი დაანებოს სპეკულაციებს. ხედავთ, რომ მაქსიმუმს ვაკეთებთ, თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული და მიზნობრივია, ეს შემდგომში ასეც იქნება“, - აღნიშნავს თურნავა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა