ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა, საქართველოში უკვე იტესტება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა, უკვე იტესტება საქართველოში. როგორც მან აღნიშნა, აპლიკაციის ამოქმედების შემთხვევაში მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას, თუ სად იმყოფებოდა ვირუსით ინფიცირებული ადამიანი ან ჰქონდა თუ არა თავად შეხება პოტენციურ ინფიცირებულთან.

„აპლიკაციასთან დაკავშირებით ვგეგმავთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის. ის ამ ეტაპზე არის მხოლოდ სატესტო რეჟიმში და ჩვენ ვრწმუნდებით ახლა იმაში, რომ აპლიკაცია ნამდვილად იქნება ეფექტური და ასევე, მიმდინარეობს აპლიკაციის შესაბამისობაში მოყვანა ქართული რეალობისთვის და სხვადასხვა საინფორმაციო ბაზებით მისი გამყარება. მას შემდეგ შემდეგ რაც ეს ყოველივე იქნება მზად, ჩვენ შეგვეძლება უკვე მოქალაქეებს გავაცნოთ ამ აპლიკაციის დეტალები, რომ მათ შეძლონ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ინფიცირებული და ჰქონდა თუ არა მას პერსონალურად პოტენციურ ინფიცირებულთან გარკვეული კონტაქტი რაც დაეხმარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგებს შემდგომი და ადრეული კონტაქტების დაიდენტიფიცირებაში,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა