ეკატერინე ტიკარაძე - სამედიცინო დაწესებულებებმა, სამინისტროს პორტალზე გამოქვეყნებული კითხვარის საშუალებით, თავიანთი პერსონალის ნუსხა უნდა მიაწოდონ

სამედიცინო დაწესებულებებმა ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე გამოქვეყნებული კითხვარის საშუალებით, სამინისტროს თავიანთი პერსონალის ნუსხა უნდა მიაწოდონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, კლინიკების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტრო შეძლებს განსაზღვროს სამედიცინო პერსონალის რა ნაწილს შეუძლია საკუთარი ავტომობილით გადაადგილება და რა ნაწილს ესაჭიროება მუნიციპალიტეტის დახმარება. ამით ტიკარაძემ უპასუხა კითხვას, იგეგმება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება იმისათვის, რომ სამედიცინო პერსონალმა გადაადგილება შეძლოს.

„უკვე რამდენიმე დღეა სამინისტროს პორტალზე განვათავსეთ სამედიცინო დაწესებულებების მიმართ კითხვარი და მოთხოვნა, რათა მათ სამედიცინო პერსონალის ნუსხის სამინისტროსთვის მოწოდება მოახდინონ. ამით შეგვეძლება განვსაზღვროთ, პერსონალის რა ნაწილს ესაჭიროება საშვი, რათა საკუთარი ავტომობილით შეუფერხებლად შეძლონ გადაადგილება და ასევე, დაიგეგმოს, პერსონალის რა ნაწილია, რომელსაც მუნიციპალიტეტის გარკვეული ჩართულობა ესაჭიროება. ასევე, მზად ვართ, დავეხმაროთ კერძო კლინიკებს იმ კომუნიკაციაში, რათა მათ საკუთარი პერსონალის ტრანსპორტით უზრუნველყოფა შეძლონ,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, იანვრის თვიდან დაწყებულია ოჯახის ექიმების გადამზადება და ტრენინგები. მისი თქმით, მომავალ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები რეგიონებში გაემგზავრებიან, რათა ადგილზე გადაამოწმონ ტრენინგის მითითებების შესრულების ხარისხი.

„ოჯახის ექიმების გადამზადება და ტრენინგები დაწყებულია იანვრის თვიდან და მათ ყოველდღიურ რეჟიმში ეძლევათ დამატებითი მითითებები შესასრულებლად. შემდეგ კვირაში იგეგმება სამინისტროს წარმომადგენლების გამგზავრება რეგიონებში, რათა ადგილზე მოხდეს როგორც ტრენინგის მითითებების შესრულების ხარისხის შემოწმება, ასევე იმ დეტალების დაზუსტება, რასაც ისინი საჭიროებენ ადგილზე,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა